ევროკავშირის მხარდაჭერით ამბროლაურში დასაქმების ფორუმი გაიმართა

30 მაისს, პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ამბროლაურში,  დასაქმების ფორუმი გაიმართა.  ფორუმში მონაწილეობდენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები, დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები, ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტები და სხვა დაინტერესებული პირები.

დასაქმების ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.  

ფორუმზე 20 მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ  50-მდე ვაკანსია წარმოადგინეს, დასაქმებისა და სტაჟირებისათვის. 150-ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს ჰქონდა  შესაძლებლობა შეხვდროდა პოტენციურ დამსაქმებელს, გაესაუბროდა სასურველი ვაკანსიის შესახებ და წარმოაჩინა საკუთარი უნარები  პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

დასაქმების ფორუმი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC)   და ფონდი აფხაზინტერკონტის  (AIC)  მიერ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან პარტნიორობით, პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“ ფარგლებში.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content