განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით, Erasmus+ Youth-ის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 21 მარტს, 16:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის.: ქუთაისი, პუშკინის №6).
საინფორმაციო შეხვედრა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• ერასმუს+ პროგრამა, მისი ფილოსოფია, მიზნები და ამოცანები;
• ახალგაზრდული მობილობა, ტრენინგები, სემინარები და სტაჟირების შესაძლებლობები;
• მოხალისეობრივი აქტივობები;
• სასარგებლო ბმულები და კონკრეტული ნაბიჯები პროექტების განსახორციელებლად.
• სექტორთაშორისი თანამშრომლობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობები პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს: არასამთავრობო ორგანზიაციებს, სათემო კავშირებს, საინიციატივო ჯგუფებს, სამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეთ:
„განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელ: 0431 25 13 30
—————————————
თამარ ტყემალაძე
ელ-ფოსტა: [email protected]| [email protected]
ტელ.: 592 05 96 69
—————————————
Erasmus+ Youth-ის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში
ჟ. შარატვას ქ. №41, 13 სართული, თბილისი
https://www.facebook.com/EP.Georgia/