ვაკანსიის დასახელება: ადგილობრივი ფონდების მოძიების სპეციალისტი
მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
გამოქვეყნდა: 2022 წლის 18 მარტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 1 აპრილი
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი ფონდების მოძიების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ადგილობრივი ფონდების მოძიების სპეციალისტის სამუშაო მიზნად ისახავს ადგილობრივ თემში ფინანსური და არაფინანსური რესურსების მოძიებას დღის ცენტრების ფუნქციონირების და მათ მიერ დაგეგმილი ინიციატივების მხარდასაჭერად. ადგილობრივი ფონდების მოძიების კოორდინატორი მჭიდროდ თანამშრომლობს ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის პროგრამასთან.
ძირითადი მოვალეობები:
- ადგილობრივი ფონდების მოძიების პოტენციური წყაროების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რესურსების რუქის მომზადება;
- საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება დღის ცენტრების შემომწირველთა მოძიების მიზნით (ინდივიდები და ორგანიზაციები);
- შემომწირველთა მიერ მარტივ და მოქნილ გადახდის პროცესზე დაფუძნებული შემოწირულობის გაცემის/მიღების ონ–ლაინ პლათფორმის კონცეფციის განვითარება;
- კონცეფციის განხორციელების უზრუნველყოფა, სათანადო საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა–ორგანიზება;
- მუდმივი ანგარიშგება შემომწირველთა წინაშე და მათთვის საინფორმაციო მასალების (ბიულეტენი, ბროშურები) მიწოდება;
- არსებული და პოტენციური შემომწირველებისთვის ღია კარის დღეების ორგანიზება და დღის ცენტრების მიერ განხორციელებული ინიციატივების წარდგენა;
სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
- კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციაში)
- ფონდების მოძიების გამოცდილება. სახალხო დაფინანსების კამპანიების განხორციელების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel, Access, Publisher, Power-point) მუშაობის ცოდნა
- სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
- ინგლისური, რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- კომუნიკაციის, დაგეგმვის, ორგანიზების, მართვის უნარების ფლობა;
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV, სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 1 რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ_ფოსტაზე: [email protected]. „თემაში“ მიუნიშნეთ ადგილობრივი ფონდების მოძიების სპეციალისტის ვაკანსია. საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით 12:00 საათამდე.
დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ნონა დარსაველიძე
ტელეფონი: 0431251330;
ელ-ფოსტა: [email protected]