დასახელება: ოფისის დიასახლისი
მომწოდებელი: DDA/EDEC
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
ჩვენს შესახებ – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, რომლის მთავარი მიზანი არის დასაქმების და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს, “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” საქართველოს ოფისს, აა(ი)პ “დემოკრატიის განვითარების სააგენტოს” და “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს”.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასაქმების ცენტრების გახსნა თბილისსა და ქუთაისში, რომელიც მოემსახურება პროექტის ბენეფიციარებს – სამუშაოს მაძიებლებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში გახსნილ დასაქმების ცენტრებში ცხადდება ვაკანსია სრულ განაკვეთზე მომუშავე ოფისის დიასახლისის თანამდებობაზე თბილისსა და ქუთაისში (თბილისი – 2 ვაკანტური ადგილი, ქუთაისი – 1 ვაკანტური ადგილი).
შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 27 თვე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ძირითადი მოვალეობები:
➤ სანიტარულ ჰიგიენური წესების დაცვა დასაქმების ცენტრში;
➤ ნარჩენების მოცილება და გადაყრა სანაგვე ურნებიდან;
➤ იატაკების დამუშავება (გამოგვა, გამოწმენდა);
➤ ნიჟარების წმენდა, სველი წერტილის დეზინფიცირება (ჟანგის, წყლის და სხვა ტიპის ნადების მოცილების ჩათვლით);
➤ სხვადასხვა ინვენტარის დარეცხვა;
➤ ჭერის გამანათებელი საშუალებებისა და შუშების წმენდა შიგნით და გარეთ;
➤ ფარდებისა და ჟალუზების რეცხვა და მოვლა;
➤ დასაქმების ცენტრის სივრცის მოწესრიგება/დალაგება;
➤ სხვა დასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.
პიროვნული თვისებები: მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
➤ თბილისში დასაქმების მსურველებმა – [email protected]
➤ ქუთაისში დასაქმების მსურველებმა – [email protected]
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – დიასახლისი.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!