ვაკანსიის დასახელება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების ფსიქოლოგი
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
გამოქვეყნების თარიღი: 2021 წლის 8 ოქტომბერი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 24 ოქტომბერი
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ადმინისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრები ემსახურება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. დღის ცენტრების მიზანს წარმოადგენს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ბენეფიციარებთან მუშაობს ორი პედაგოგი, ორი პედაგოგის ასისტენტი, ფსიქოლოგი, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი.
ფსიქოლოგი პასუხისმგებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების ბენეფიციართათვის ფსიქოსარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებაზე, ბენეფიციარის პიროვნულად ჩამოყალიბების და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაზე. იკვლევს ბენეფიციარების სოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და ატარებს შესაბამის საკორექციო მუშაობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
ფსიქოლოგის ძირითად სამუშაო ადგილს წამოადგენს ქუთაისი. კვირაში ერთხელ განხორციელდება ვიზიტები სამტრედიისა და თერჯოლის დღის ცენტრებში, ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზაციის მიერ.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ფსიქოლოგის შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ბენეფიციართა აკადემიური, ფუნქციური და სოციალური უნარების შეფასება პედაგოგთან ერთად;
- მულტიდისციპლინური გუნდის წევრის სტატუსით ინდივიდუალური გეგმების შედგენაში მონაწილეობა;
- ქცევითი სირთულეების შემთხვევაში (ინტერვიუირება, დაკვირვება, ანალიზი, სტრატეგიის დაგეგმარება, ქცევის მართვის მოდელირება, ტექნიკების სწავლება და კონსულტირება პედაგოგებისათვის) ბენეფიციარის შეფასების უზრუნველყოფა;
- ქცევის მართვის ჯგუფური და ინდივიდუალურ პროგრამების შედგენა და განხორციელება;
- ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შესრულების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და სპეციალისტების შესაბამისი კონსულტაციით უზრუნველყოფა;
- ბავშვების და მშობლების ინტერესებიდან და ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე კონსულტაციების და ფსიქოლოგიურ თემატიკაზე ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება;
- ყოველთვიური შინაარსობრივი ანგარიშის მომზადება–წარდგენა მენეჯერთან დადგენილი ფორმისა და ვადების შესაბამისად.
სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის სპეციალობით;
- შშმ ბავშვებთან და პირებთან მუშაობის გამოცდილება;
- კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
- სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
- აუცილებელი, ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2 პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ_ფოსტაზე: [email protected]. „თემაში“ მიუნიშნეთ ფსიქოლოგის ვაკანსია.
საკონტაქტო პირი – სოფიო კუპატაძე – საკონტაქტო ტელ: 598 45 45 63/0431 25 13 30;
საბუთების მიღება წარმოებს 2021 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით 24:00 საათამდე.