ერეკლე ჯანელიძე ამჟამად სამეურნეო საკითხების მენეჯერია სასტუმროში ,,გარემო’’.
“დასაქმების ცენტრის შესახებ მეგობრისგან გავიგე და იქ მისვლა გადავწყვიტე. მამა ადრეულ ასაკში გარდამეცვალა და საოჯახო–სამეურნეო საქმეების გაძღოლა თავად მომიხდა; შესაბამისად ამ კუთხით გამოცდილება დამიგროვდა და მსურდა ჩემი მომავალი სამსახური სწორედ მევენახეობა–მეღვინეობის სფეროსთან ყოფილიყო დაკავშირებული. დასაქმების კონსულტანტებმა თბილად მიმიღეს და გამიწიეს კონსულტაცია რეგიონში არსებული ვაკანსიების შესახებ. კარიერული ორიენტაციის ტრენინგში ჩამრთეს და შემდეგ სასტუმრო ,,გარემოში’’ გადაამისამართეს. წარმატებული გასაუბრება შედგა, ძალიან გამიმართლა, რომ დღეს სასტუმრო ,,გარემოს’’ სამეურნეო საკითხების მენეჯერი ვარ. “