ზემო სვანეთის LAG-ის ახალგაზრდულმა ფრთამ სვანეთის ხუთი თემის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციები ჩაატარა

ზემო სვანეთის LAG-ის ახალგაზრდულმა ფრთამ, დაფინანსებული პროექტის ,,მოდი, ერთად დავა-LAG-ოთ სვანეთი” ფარგლებში, 10-11 ნოემბერს ზემო სვანეთის ხუთი თემის ნაკრას, მულახის, წვირმის, კალას და იფარის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციები ჩაატარა. თითოეულ ლოკაციაზე განთავსდა 2 ნაგვის ყუთი და სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი ბანერი.

„მოდი, ერთად დავა–LAG–ოთ სვანეთი!“ – ერთ–ერთი მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელმაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გაიმარჯვა. კამპანია, რომელიც პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ხორციელდება, მიზნად ისახავს ზემო სვანეთში გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას და მოხალისეობრივ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content