განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ჰაბთან თანამშრომლობით ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდული სათათბიროს წევრების ცნობიერების ამაღლება და ღია დიალოგის გამართვა ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხებისა და ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ვორქშოფის მუშაობას მოწვეული ექსპერტი რატი ჭეიშვილი (სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი) უძღვებოდა.
ვორკშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.