ზუგდიდში „შემდუღებლის“ მოკლევადიანი მომზადება – გადამზადების დუალურ პროფესიულ პროგრამაში ჩართული მონაწილეები შპს „ქალაქმშენსერვისის“ ბაზაზე პრაქტიკულ სწავლებას გადიან.
„შემდუღებლის“ დუალური პროფესიული სასწავლო პროგრამის სერტიფიცირებული კურსდამთავრებულები 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პოტენციურ დამსაქმებლებთან გაივლიან.
სასწავლო პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 16-35 წლის ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.