ქ. ბათუმში, სოციალური მეწარმეობის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული იდეების კონკურსით დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
იდეების კონკურსის ფარგლებში 16 საუკეთესო იდეის ავტორთა წყვილი შეირჩევა. მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ტრენინგ-სემინარები, დახვეწონ თავიანთი ბიზნესიდეა და საბოლოო წარმატების შემთხვევაში მიიღონ ფულადი დახმარება მის განსახორციელებლად.
კონკურში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც აქვს ინოვაციური და სიცოცხლისუნარიანი ბიზნესიდეა სოციალური მისიით.
პროექტი „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და არბაითერ სამარიტერ ბუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდ აჭერით ხორციელდება.