24 დეკემბერს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გამარჯვებული მოხალისეობრივი ინიციატივების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფებმა განხორცილებული ინიციატივების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, სულ 6 ინიციატივა დააფინანსა:
„მოდი ერთად დავა–LAG–ოთ სვანეთი!“- ინიციატივა ზემო სვანეთში სანიცაიტივო ჯგუფმა „ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი-LAG Upper Svaneti“ განახორციელა. ინიცაიტვის მიზანი იყო ახალაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვის აქტივობებში. მის ფარგლებში სვანეთის 7 თემში: ნაკრა, მულახი, წვირმი, კალა იფარი, ხაიშსა და ლენჯერში დაიდგა ნაგვის ურნები, მოეწყო დასუფთავების აქციები და განთავსდა საინფორმაიციო ბანერები.
„ჟინვალი XC Adventure 2020“ – ინიციატივა გნხორციელდა დუშეთის მუნციპალიტეტში საინიციატოვო ჯგუფის „კავკასიის ველო ქსელის“ მიერ. ინიციატივის მიზანი იყო ველოკულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეობის ხელშეწყობა და სპორტული აქტივობით მივიწყებული გეოგრაფიული არეალის გამოცოცხლებაა. 1 ნოემბრეს მოეწყო ველო შეჯიბრი, რომელშიც საერთო ჯამში 12 მოხალისე, და 47 ველომოყვარული ჩაერთო, ველომოყვარულებიდან 12 ქალი და 35 მამაკაცი იყო. ველოშეჯიბრის დასასრულს სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდა როგორც ქალთა კატეგორიაში, ასევე მამაკაცებში. გამარჯვებულებს გადაეცათა სერტიფიკატები და მედლები და სპონსორების მიერ დაწესებული საუქრები და პრიზები
„მოხალისეობის პოპულარიზაცია ბორჯომის ახალგაზრდებში“ – ინიციატივა განხოციელდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში საინიციატივო ჯგუფის „ბორჯომის მოხალისე მეხანძრეების“ მიერ. ინიციატივის მიზანი იყო მოხალისეობის, როგორც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და მათი ჩართვა მოხალისეობრივ საქმიანობებში. ინიციატვის ფარგლებში გაძლიერდა ბორჯომში არსებული მოხალისეთა გაერთიანება, რომლებმაც სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს. დაასუფთავეს ბორჯომ ხარგაულის ტყე-პარკში არსებული საპიკნიკე ადგილები, უმწეოთა საასადილოს ბენეფიცაირებისათვის Covid-19-ს პრევენციის მიზნით დაარიგეს პირბადეები და ხელის სადეზინფექციო ხსნარები.
„ბლოგერები ზემო რაჭიდან“ – ინიციატივა ზემო რაჭაში განხორციელდა, მისი მიზანი იყო რაჭაში მცხოვრები 15 დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის ცოდნისა და უნარების შეძენა მულტიმედია საშუალებების შესახებ. ინიციატვის ფარგლებში შეიქმნა ახაგაზრდული კლუბი, რომელშიც 10 ახალგაზრდა გაწევრიანდა. მათ ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრებით შეისწავლეს Facebook და YouTube გვერდებისა და არხების საქმიანი გამოყენება, საკუთარი მარტივი ბლოგის შექმნის საბაზისო ხელსაწყოები. თეორიული ცოდნა პრაქტიკულადაც განახორციელეს. მონაწლეებმა ერთობლივად გადაიღეს შვიდი ვიდეო სხვადასხვა თემებზე და შექმნეს ბლოგები.
„STEM მენტორები მოსწავლე გოგონების გაძლიერებისთვის“ – ინიციატივა განხორციელდა ხაშურისა და ქარელის მუნიიპალიტეტში, საინიციატივო ჯგუფის HASS For STEM მიერ. ინიციატივის მიზანი იყო ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მენტორინგის საშუალებით გოგონებში STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) დარგებში კომპეტენციების გადაცემა და კარიერული განვითარების წახალისება. მის ფარგლებში 11 მოხალისე მენტორმა 41 მაღალი კლასის მოსწავლეს გაუწია მენტორობა. STEM დარგების მიხედვით, ZOOM პლატფორმის საშუალებით, შედგა 10 მენტორინგის შეხვედრა 11 მენტორის მიერ: შეხვედრებს მენტორები ატარებდნენ, როგორც საკუთარი მენტიებისთვის ისე ნებისმიერ დაინტერესებული მონაწილესთვის, რომელთაც თავისუფლად შეეძლოთ აქტივობაზე დასწრება
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სკოლის უსაფრთხოების „რეინჯერების“ მომზადება Covid-19 პრევენციისთვის“ – ინციატივა განხორციელდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, საინიციატივო ჯგუფის ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მიერ. ინიციატივის მიზანი იყო Covid-19-ის პრევენცის ხელშეწყობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლაში უსაფრთხოების რეინჯერების მომზადება/გადამზადების გზით. ინიციატივის ფარგლებში გადამზადდნენ უსაფრთხოების რეინჯერები, რომლებიც სკოლებში კოვიდ 19 პრევიენციის მიზნით იმუშავებენ, ასევე გადამზადდნენ სკოლის დამლაგებლები, სკოლებში გაიხსნა კოვიდ 19 საინფორმაციო დაფა, სადაც პერიოდულად ვიურსთან დაკავშირებული სიახლები გამოქვეყნდება.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).