„იდეების კონკურსის” მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეებისათვის გამართული ტრენინგების ციკლის ბოლო ეტაპი დასრულდა.
ტრენინგების განმავლობაში კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მარკეტინგის საფუძვლებს, სოციალური საწარმოს დაფუძნების ფინანსურ და იურიდიულ ასპექტებს, რესურსების მობილიზებისა და მართვის ძირითად პრინციპებს.
კონკურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით თავიანთი იდეები სრულყოფილ ბიზნესგეგმებად აქციონ და წარუდგინონ საგრანტო კომისიას, რომელიც მაგთგან 5 საუკეთესოს დააფინანსებს.
პროექტი „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და არბაითერ სამარიტერ ბუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.