18 მაისს გაიმართა ონლაინ ინსპირაციული შეხვედრა თემაზე: „Covid 19 – ვირუსი და მისი გავრცელების პრევენცია“. შეხვედრას ესწრებოდნენ თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგ -კურსის მონაწილეები.
აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ მოწვეული იყო ცნობილი ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი. მან ძალიან საინტერესოდ ისაუბრა თემის შესახებ და შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეთა შეკითხვესაც უპასუხა.
შეხვედრები პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.