განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების სპეციალისტებისთვის, ორგანიზაციასთან „მაკ ჯორჯია“ (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის – McLain Association for Children) თანამშრომლობით, ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ონლაინ ტრენინგი თემაზე: „სენსორული ინტეგრაციის ელემენტები და სენსორული სტიმულაცია“.
ტრენინგს უძღვებოდნენ „მაკ ჯორჯიას“ ოკუპაციური თერაპევტები თეონა დარჩია და ნინო ჭუმბურიძე.
სამ დღიანი ტრენინგის შემდეგ, მონაწილეები გაივლიან ტესტირებას, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც გადაეცემათ ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის სერტიფიკატი.
სენსორული ინტეგრაციის თერაპიის საშუალებით, დღის ცენტრის სპეციალისტები შეძლებენ ხელი შეუწყონ, შშმ ბავშვებისა და პირების ბუნებრივ გარემოში დამოუკიდებლად ფუნქციონირებას და გაზარდონ მათი თანამონაწილეობა ყოველდღიურ აქტივობებში.