კულინარიის დღე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში “იალონი“

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის “იალონი“ ბენეფიციარებმა მათთვის ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო კულინარიულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
ულინარიის დღისთვის ბენეფიციარები განსაკუთრებულად ემზადებიან, რადგან მათ ამ დღეს შესაძლებლობა აქვთ პედაგოგების დახმარებით კულინარიული გამოწვევები დაძლიონ და თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ.
ამჯერად იტალიური სამზარეულოს გემოებს ეზიარნენ და პიცა მოამზადეს, რომლითაც ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ.
კულინარიის დღე ხელს უწყობს ბენეფიციართა ფუნქციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და დადებითი ზეგავლენა აქვს მათ განწყობაზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content