პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია კონფლიქტით დაზარალებულმა ახალგაზრდებმა და დევნილებმა მიიღეს, რომელთაც სურვილი აქვთ ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში და განავითარონ თავიანთი ბიზნეს იდეები. შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდნენ სენაკის სათემო განათლების ცენტრისა და ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მეწარმეობის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სამეგრელოსა და შიდა ქართლში მცხოვრებ 15–35 წლის იძულებით გადაადგილებულ ან კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ ბიზნეს იდეები და ამ იდეების განვითარება, დახვეწა და განხორციელება სურთ.
სკოლის ბენეფიციარებისათვის სწვალებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო ხარჯებს სრულად დაფარავს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ევროკავშირის და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამა ითავლისწინებს ზუგდიდსა და გორში ორი სამეწარმეო სკოლის დაფუძნებას, სადაც 80 ახალგაზრდა, ცოდნის მიღებასთან ერთად, სამეწარმეო უნარებს გამოიმუშავებს. ბიზნეს იდეების დასახვეწად ისინი ინდივიდუალურ, საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციებს, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერას მიიღებენ.
მეწარმეობის სკოლა „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.