2024 წლის 18 მარტს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, საბიუჯეტო სახსრების მართვის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები შესახებ ცუცხვათის თემის ინფორმირება. შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, ცუცხვათის თემის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) წარმომადგენელმა ზაზა ჩაჩავამ, შეხვედრის მონაწილეებს, დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის როლზე მოქალაქის უფლებებზე, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე, საბიუჯეტო სახსრების მართვასა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე ესაუბრა და მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკული მაგალითები და წარმატების ისტორიები გაუზიარა.
პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ მიზანია ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორ თემში (საკაო და ცუცხვათი) არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობით და სოფლის თემის აქტიური ჩართულობით.
პროექტი „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად ახორციელებს.