გორის მუნიციპალიტეტი, მოხალისეობის მხრივ, ერთ-ერთი წარმატებულია… ამაზე მეტყველებს ისიც რომ, ახალგაზრდების დიდი ნაწილი, თავადვე უწყობს ხელს მათი თანატოლების განვითარებასა და სოციალიზაციას,საზოგადოებაში. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ახალგაზრდები არიან ინიციატორები სხვადასხვა ბანაკების,პროექტებისა და აქტივობების.
ჩვენი გუნდი,სწორედ იმითაა გამორჩეული რომ, ერთდროულად მის შემადგენლობაში ვართ,როგორც უკვე კარგად გამოცდილი ახალგაზრდები, რომლებიც ზრუნავენ სხვა ახალგაზრდების წინსვლაზე,ასევე ჩვენს შორის არიან ახალგაზრდები, რომლებიც ახლა იწყებენ ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მოხალისეობის ბანაკი და შემდეგ მოპოვებული გრანტით განხორციელებული პროექტი, ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდა იმისთვის რომ მიგვეღო პრაქტიკული და თეორიული ცოდნა თუ როგორ შეიძლება მოხალისეობრივად განავითარო საკუთარი თავი და მუნიციპალიტეტი.
პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ და განვახორციელეთ ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობები, როგორებიცაა დღის ცენტრის ბავშვებთან ვიზიტი,ვიზიტის დროს, ბავშვებს მივუტანეთ სამაგიდო თამაშები და წიგნები, მათთან ერთად გავატარეთ რამდენიმე საათი, ვითამაშეთ, ვისაუბრეთ და გავიცანით ისინი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ტრენინგი მოხალისეობასთან დაკავშირებით, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობის არსის, მისი მნიშვნელობისა და დანიშნულებაზე. ტრენინგზე დამსწრე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, მიიღეს ინფორმაცია მოხალისეობის შესახებ კანონის, გაცვლითი პროგრამებისა და ევროკავშირში მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ.
საბოლოოდ, პროექტმა ,,მოხალისეობის თვე გორის მუნიციპალიტეტში’’ მოგვცა საშუალება გვესწავლა ჩვენც და დავხმარებოდით სხვა ახალგაზრდებსაც ცნობიერების ამაღლებაში, მოხალისეობასთან დაკავშირებით.