2022 წლის 31 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭრილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და კახეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, თელავში, ლოპოტა სპა რეზორტში, რეგიონული ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის“ გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, სამოქალაქო აქტივისტები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიის, და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანი იყო კახეთის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაცია. ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.
ფორუმის ფარგლებში, წარდგენილი იყო კახეთის რეგიონში განხორციელებული მოხალისეობრივი ინიციატივები მოწვეული სტუმრებისათვის, მათი მხარდაჭერისა და ინტერესის მოპოვების მიზნით. საუკეთესო ინიციატივების ავტორები კონკურსის წესით გამოვლინდნენ და დაჯილდოვდენენ. ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოეწყო CSO EXPO – ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების პროდუქტების გამოფენა, სადაც კახეთის რეგიონში მოქმედმა სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მათი საქმიანობა და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა შესთავაზეს.
გამოფენაზე, თელავის ახალგაზრდულმა საბჭომ მისი როლისა და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით აუდიტორიას განხორციელებულ საქმიანობა გააცნო.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი და დონორი ორგანიზაციების როლი“. დისკუსიაზე მოხსენებით გამოვიდნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რეგიონული ფორუმი „სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებისათვის“ განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.