განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს მოხალისეობრივი ინიციატივების კონკურსს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
კონკურსის მიზანია
ხელი შეუწყოს მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციას, მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გზით.
მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი, რომელიც საზოგადოების, კონკრეტული თემის საჭიროებებს ეხმიანება.
კონკურსის პირობები:
- საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებს, მედია ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საინიციატივო ჯგუფებს და ფიზიკურ პირებს – საქართველოს 10 რეგიონიდან.
- მოხალისეობრივი ინიციატივები უნდა განხორციელდეს საქართველოს 10 რეგიონიდან ერთ–ერთში ან ერთდროულად რამოდენიმეში: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა–მთაინეთი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი, სამეგრელო–ზემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი;
- საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 500 ევროს ექვივალენტს ლარში. შესაძლებელია, საგრანტო აპლიკაციების განხილვის დროს, ჟიურის წევრებმა აპლიკანტს შესთავაზონ წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა;
- საგრანტო განაცხადების მიღება მოხდება 2023 წლის 11 დეკემბრიდან – 2024 წლის 26 იანვრის, 18:00 საათამდე. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან: https://shorturl.at/jETW1
- კონკრეტული პროექტის ხანგრძლივობა (საანგარიშო პერიოდის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს (2 თვე);
- დაფინანსებული პროექტის განხორციელების დაწყება შესაძლებელია 2024 წლის 15 თებერვლიდან;
- უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლის აქტივობები დაკავშირებული იქნება მოხალისეობის ციფრული პლატფორმის volunteer.ge პოპულარიზაციასა და პრაქტიკაში გამოყენებასთან. ასევე პროექტებს, რომლებიც შეძლებენ თანადაფინანსების მოძიებას (co-share): თანადაფინანსებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, მაგ.: ფულადი, პროექტისათვის უფასოდ დათმობილი მატერიალური ან ტექნიკური ბაზა (მაგ.: ვიდეო–გადაღება, საოფისე მომსახურება, მონტაჟი, თეატრალური კოსტუმი, მუსიკალური გაფორმება, მოწყობილობა ღონისძიების ჩასატარებლად, პროექტორი, ეკრანი და ა.შ.) ოფისი ან საკონფერენციო ფართი ან თუნდაც ადამიანური რესურსი, რაც სხვა შემთხვევებში თანხა ეღირებოდა;
- პროექტების შერჩევა და შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ;
- შესარჩევი კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც მითითებულ ვადაში და თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში სრულად იქნება წარმოდგენილი.
კონკურსი მხარს დაუჭერს შემდეგ პრიორიტეტულ თემატიკას:
- მოხალისეობის პოპულარიზაცია;
- გარემოს დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
- სოციალური ინკლუზია და მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის;
- ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარება;
- ტოლერანტობა და მრავალფეროვნება;
- საქართველო და ევროკავშირი (დასავლური ღირებულებები, ევროინტეგრაცია);
- სხვა.
კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება:
- პროექტის მონაწილეთა შრომითი ანაზღაურება: ხელფასი ან ჰონორარი (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მოწვეული ექსპერტი);
- წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა, ბანკეტი და არამიზნობრივი შეხვედრებისათვის საჭირო თანხები);
- კომუნალური გადასახადები და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება ინიციატივის მიზნებს;
- საქველმოქმედო ღონისძიებები.
შერჩევის კრიტერიუმები
წინადადებები შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე შეფასდება:
კრიტერიუმი | მაქსიმალური ქულა | |
1 | წინადადების შესაბამისობა კონკურსის მიზნებსა და პირობებთან | 20 |
2 | განაცხადის გამართულობა – მკაფიოდ და თანმიმდევრულად წარმოდგენილი წინადადება – მკაფიო კავშირი გრანტის აქტივობებსა და შედეგებს შორის | 10 |
3 | მოსალოდნელი შედეგი და გავლენა მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციასა და მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე | 20 |
4 | კავშირი მოხალისეობის ციფრული პლატფორმის www.volunteer.ge პოპულარიზაციასა და პრაქტიკაში გამოყენებასთან | 10 |
5 | თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან | 10 |
6 | ლოგიკური და რეალისტური სამოქმედო გეგმა, შესაბამისი აქტივობებითა და გრაფიკით | 15 |
7 | ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა, თანადაფინანსება და შესაბამისობა წარმოდგენილ საგრანტო პროექტთან | 15 |
სულ | 100 |
საპროექტო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
განაცხადის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ ისეთ ტექნიკურ მოთხოვნებს, როგორიცაა:
- საოფისე პროგრამა, რომელშიც უნდა მომზადდეს განაცხადი (WORD, PDF);
- ფონტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული დოკუმენტის მომზადებისას (sylfaen, calibri);
- შრიფტის ზომა (11, 12);
- ტექსტებს შორის ინტერვალი (1.0, 1,15);
- სააპლიკაციო ფორმაში მითითებული გვერდების რაოდენობის დაცვა;
- განაცხადის გაგზავნის ფორმა – ელექტრონული ფოსტით.
საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ZOOM პლატფორმის მეშვეობით შემდეგ დღეებში:
26.12.2023 – 12:00 სთ
18.01.2024 – 12:00 სთ
საკონსულტაციო შეხვედრების ბმული:
https://us02web.zoom.us/j/81912582252?pwd=eDM4b0plWGhSL2ZSbnVEOXlsdlpCQT09
Meeting ID: 819 1258 2252 Passcode: 328146
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:
შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გაიგზავნოს 2024 წლის 26 იანვრის, 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ელექტრონული წერილის თემად (subject) მიუთითოთ: “Grants for volunteering initiatives“.
დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: მარიამ ლომიძე
მობ: 577 109 081
ელ–ფოსტა: [email protected]