2023 წლის 12 და 13 აპრილს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), თემაზე: “ციფრული მოხალისეობის მნიშვნელობა” ონლაინ შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა მოხალისებრივ საქმიანობაში ჩართული ადამიანებისთვის საქართველოში პირველი მოხალისეობის ციფრული პლატფორმის www.volunteer.ge გაცნობა და ციფრული მოხალისეობის საჭიროებებისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
შეხვედრებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი ის მოხალისეები/მოხალისეთა ჯგუფის/ორგანიზაციის წევრები ესწრებონენ, რომელთა წარმატებული მოხალისეობრივი ისტორიები გამოქვეყნებულია ვოლუნტერის სოციალურ არხებზე. მონაწილეებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ მეტი, ციფრული მოხალისეობის პლატფორმის www.volunteer.ge მიზნების, მოხმარების და რეგისტრაციის წესების შესახებ.
შეხვედრები ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.