მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი „თანადგომა” გრძელდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლა აგრძელებს მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის თანადგომა” განხორციელებას. 


პროექტის ფარგლებში სკოლაში გაკეთდა პანდუსი და მოეწყო რესურსოთახი, რომელიც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა. პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა ფილმის “როგორ ინგრევა კედელი” ჩვენება, რომლის შემდეგაც მოსწავლეებმა ინკლუზიურ განათლებასა და მასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების ჩართვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.


ორგანიზაციამ მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მცირე გრანტების კონკურსი სამოქალაქო განათლების პროგრამაში “მომავლის თაობა” ჩართული სკოლებისთვის გამოაცხადა. 


სამოქალაქო განათლების პროგრამას “მომავლის თაობა“ ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამას იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content