15 და 16 მაისს საინფორმაციო შეხვედრები ტრენერთა ტრენინგ კურსის (TOT) კიდევ ერთმა მონაწილემ, ნინი კიკაბიძემ გამართა. შეხვედრები ონლაინ ფორტატით ჩატარდა და ძალიან საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრების თემები იყო ადამიანის უფლებები, მშვიდობა, ტოლერანტობა და მრავალფეროვნება.
შეხვედრები პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.