ონლაინ ლექცია თემაზე: „დასავლური ღირებულებები, რუსული საფრთხეები, პროპაგანდა და მედია წიგნიერება“.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი აგრძელებს ახალგაზრდების მობილიზებას და ჩართულობას ცნობიერების ასამაღლებლად.
ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ PITA ახალგზარდული ცენტრის წევრებისთვის გამართა ონლაინ ლექცია თემაზე: „დასავლური ღირებულებები, რუსული საფრთხეები, პროპაგანდა და მედია წიგნიერება“.
ონლაინ ლექციის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება დეზინფორმაციაზე, ფაქტების გადამოწმებაზე, ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და მედია წიგნიერებაზე.
საუბარი შეეხო კორონავირუსის თემაზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებს და გადამოწმების გზებს.
ონლაინ ლექცია ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).