განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან მარიამ დავითაშვილთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ორგანიზაციის ბაზაზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების სპეციალისტები ესწრებოდნენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების პროგრამის კოორდინატორმა სოფიო კუპატაძემ, დეტალურად ისაუბრა დღის ცენტრების მომსახურების მნიშვნელობაზე, მიზანზე, დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე.
მარიამ დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საქმიანობა დეტალურად გააცნო და ისაუბრა საქართველოს 11 საპილოტე სკოლაში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიანი პროექტის შესახებ.
შეხვედრა მიზნად ისახავს ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას და თანამშრომლობის გაღრმავებას.