პროგრამის „მომავლის თაობა” შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) პროგრამის მომავლის თაობა” წლის შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა და პროგრამის „მომავლის თაობა“ წარმომადგენელმა თამარ ფრუიძემ გახსნეს.

2019 წლის პირველ ნახევარში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა შეაჯამა. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობის შესახებ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარმომადგენელმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში ცისმარი ტეფნაძემ ისაუბრა.

შუალედურ შემაჯამებელ ღონისძიებაზე პანელური დისკუსია მოეწყო. მონაწილეებმა სამოქალაქო განათლების სწავლების და პროგრამის ფარგლებში შექმნილი რესურსების გამოყენების პრაქტიკაზე, სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობაზე, დამხმარე სახელმღვანელოების და საკლუბო ბარათების გამოყენების პრაქტიკაზე ისაუბრეს. დისკუსიას მოდერაცია ნათია ნამიჭეიშვილმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტორმა გაუწია.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ. ღონისძიების დასასრულს ქუთაისის №11 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „თავისუფლება“ ფორუმ–თეატრი სახელწოდებით „მონაწილეობა“ გამართა.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content