პროექტის “საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა” პრეზენტაცია

2024 წლის 4 მარტს, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა – “აფხაზეთი” (CHCA), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და Arbeiter-Samariter-Bund Georgia-სთან (ASB Georgia) ერთად პროექტის “საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა” პრეზენტაცია გამართა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მარგინალიზებულ და დაუცველ ჯგუფებთან მომუშავე სსო-ების ჩართულობის გაზრდას სოციალური პოლიტიკის, პროგრამებისა და სერვისების შემუშავების და განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე, განიხილეს სსო-ების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ჩატარების და ყოვლისმომცველი გზამკვლევის შემუშავების გეგმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიაწვდის მოწყვლადი თემების მხარდასაჭერად საჭირო ინსტრუმენტებს.

პროექტს “საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა”–ს ანხორციელებს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი – “აფხაზეთი” (CHCA), Arbeiter-Samariter-Bund Georgia (ASB Georgia) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) მხარდაჭერით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content