პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“

თუ გსურთ დაეუფლოთ ახალ პროფესიას ან აიმაღლოთ კვალიფიკაცია და დასაქმდეთ ტურისტულ ან საზღვაო სფეროში;
თუ წარმოადგენთ პროფესიულ სასწავლებელს და გსურთ პროფესიული პროგრამების განვითარება ტურისტული ან საზღვაო მიმართულებებით;
თუ გაქვთ ბიზნესი ტურისტულ ან საზღვაო სექტორში და გჭირდებათ მაღალკვალიფიციური კადრები

ეს პროექტი თქვენთვისაა!

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ მიზნად ისახავს განათლებიდან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ფართოდ უწყობს ხელს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის შემცირებას.

36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება 2 სპეციფიკურ მიზანს ემსახურება, კერძოდ, ხელი შეუწყოს:

მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას;

კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებისთვის.

პროექტის ფარგლებში, 3,240 სამუშაოს მაძიებელი მიიღებს ცოდნასა და გაიუმჯობესებს შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს ძიების უნარებს, მათგან 720 პირი ჩაერთვება პროფესიული მომზადება–გადამზადების პროგრამაში – სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამებში, რომელთა მინიმუმ 50% დასაქმდება.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content