ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს რეგიონათშორისი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრი ზუკა სამხარაძე სტუმრობს. ამ წუთებში პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი ტოლერანტობის და მრავალფეროვნების თემაზე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება ტოლერანტობის, მრავლფეროვნების და მისი მნიშვნელობის, საზოგადოებისთვის მრავალფეროვნების დადები და უარყოფით მხარეების აუცილებლობის შესახებ.
შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).