5 დეკემბერს, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში რეგიონული ჰაბების მე-3 სამუშო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის სამუშაო თემები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა წარმოადგინა.
ჰაბები გაეცვნენ საკომუნიკაციო სტრატეგიასა და ჟურნალისტთა კონკურსს, რომელიც თითოეულ რეგიონში იმ ჟურნალისტის გამოვლენას გულისხმობს, რომელიც 2018 წლის მანძილზე სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს რეგულარულად აშუქებდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეროვნული კონფერენციის კონცეფცია, რომელიც 2019 წლის იანვრის ბოლოს გაიმართება.
სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.