განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო!
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ მიზნად ისახავს განათლებიდან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ფართოდ უწყობს ხელს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის შემცირებას.
36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება 2 სპეციფიკურ მიზანს ემსახურება, კერძოდ, ხელი შეუწყოს: 1) მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას; 2) კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებისთვის.
პროექტის ფარგლებში, 3,240 სამუშაოს მაძიებელი მიიღებს ცოდნასა და გაიუმჯობესებს შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს ძიების უნარებს, მათგან 720 პირი ჩაერთვება პროფესიული მომზადება–გადამზადების პროგრამაში – სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამებში, რომელთა მინიმუმ 50% დასაქმდება.
პროექტის საშუალებით მოწყვლადი ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, განათლების, სამუშაო გამოცდილების და გადამზადების არმქონე პირები, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირები, სიცოცხლის მანძილზე სწავლის მსურველი პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები მიიღებენ სარგებელს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობების გაზრდის, კარიერული ორიენტაციისა და დასაქმების გაუმჯობესებული სახელმწიფო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდით.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.