სააფთიაქო ქსელმა „პსპ” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებს უკონტაქტო თერმომეტრები გადასცა

როცა ერთგული მეგობრები გყავს არც ახალ გამოწვევებთან გამკლავებაა
რთული, Covid-19-მა კი ყველა მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა.

დღის ცენტრების მომომსახურების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებამდე, მნიშვნელოვანია
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების
გათვალისწინება. განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბენეფიციარებისა და პერსონალის, თერმო
სკრინინგს ენიჭება.

სააფთიაქო ქსელმა „PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი” განათლების განვითრების
და დასაქმების ცენტრს, ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის და საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებისთვის უკონტაქტო თერმომეტრები გადასცა.

სააფთიაქო ქსელს „PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი” და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებთ.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მადლობას უხდის სააფთიაქო
ქსელს „PSP Pharmacy • პსპ აფთიაქს”  ერთგულებისთვის!

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content