შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი” ბენეფიციარები „თბილისი მოლში” კინოთეატრ „კავეას” ესტუმრნენ.
დღის ცენტრის ბენეფიციარებმა ფილმი „პოკემონი”: დეტექტივი „პიკაჩუ” ნახეს. გასვლითი ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციერებმა ასევე კონტაქტური ზოოპარკი „ზოოტოპია” მოინახულეს.
მსგავსი ღონისძიებები ბავშვებში პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მათ განვითარებაზე. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) მადლობას უხდის კომპანიებს მასპინძლობისთვის.
დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.