საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი” ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზაციის „უკეთესი მომავლისათვის“ მოხალისეებმა ჩაატარეს და დღის ცენტრის ბენეფიციარებს ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით ინფორმაცია სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით მიაწოდეს.
დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.