საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდში

23 ივნისს, ქალაქ ზუგდიდში, პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო  დამსწრე საზოგადოების ცნობიერების გაზრდა საგანმანათლებლო სისტემაში მრავალფეროვანი ჯგუფების წარმომადგენელი სტუდენეტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობისა და თანამონაწილეობისთვის თანასწორი პირობების შექმნის მნიშვნელობაზე. ასეთი მრავალმხრივი მიდგომა კი გულისხმობს ინკლუზიური განათლების პრაქტიკის დანერგვას, განვითარებასა და გათვალისწინებას უმაღლესი განათლების ყველა ეტაპზე, როგორც ფორმალურ განათლებაში, ისე ექსტრაკურიკულურ აქტივობებში.  

აუდიტორიას ასევე მიეწოდა ინფორმაცია პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალ აკადემიურ კურსების/მოდულების და მოკლე სატრენინგო პროგრამების შესახებ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეგოთ მეტი ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ ქსელში გაწევრიანებისთვის, რომელიც სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთანამშრომლობით ფუნქციონირებს. 

პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი.  

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტები (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; Transilvania University of Brașov (UTBv); Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW (UW), Philipps-Universität Marburg, (UMR)) და შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები (განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის)  

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content