საინფორმაციო შეხვედრა თბილისში

20 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში, სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სკოლების და პროფესიული სასწავლებლების და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა  პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში. შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალი აკადემიური კურსები/მოდულები და მოკლე სატრენინგო პროგრამები, მათ შორის სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი სასერთიფიკატო პროგრამა, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა და უნარები, თუ როგორ იმუშაონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. 

პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი. 

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტები (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; Transilvania University of Brașov (UTBv); Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW (UW), Philipps-Universität Marburg, (UMR)) და შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები (განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის).

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content