სამტრედის დღის ცენტრში „ლამპარი” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში ლამპარი”.

ლუკას, მერაბს, მარის, გიორგის, ეკას და კიდევ 10 ბავშვს, თოვლის ბაბუისთვის მიწერილი საახალწლო სურვილები დღეს, 18 იანვარს, ფონდი ბილივი” და კომპანია კრისტალი” მხარდაჭერით აუსრულა.

ღონისძიების ფარგლებში განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამის კოორდინატორმა სოფიო კუპატაძემ იმ აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომელიც წლის განმავლობაში ტარდებოდა და მასში ცენტრის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

სტუმრების წინაშე პატარები საახალწლო პროგრამით წარსდგნენ, ღონისძიების ბოლოს კი ბავშვებმა წიგნები, ტკბილეული და სათამაშოები მიიღეს.

შემაჯამებელ ღონისძიებას სამტრედიის მერი ვალერიანე ფოცხვერია ესწრებოდა. მერი ცენტრის ბენეფიციარებს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაპირდა. სტუმრებს ასევე მიესალმა სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია.

ღონისძიებაზე დღის ცენტრის “ლამპარი” და მისი მეგობარი ორგანიზაციების მეგობრობის ისტორიები გამოიფინა. ხოლო დასასრულს მეგობრობის ვარსკვლავიც გაიხსნა.

ფონდმა “ბილივი” საახალწლო სურვილები თერჯოლის დღის ცენტრის ბენეფიციარებსაც აუსრულა და საჩუქრებით გაახარა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content