განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებული სასაუბრო ინგლისური ენის კურსი დასრულდა . კურსის 14 მონაწილე 7 თვის განმავლობაში ინგლისურ ენას TESOL მეთოდით ეუფლებოდა.
TESOL არის უცხო ენის სწავლების ისეთი მეთოდი, რომელიც კომუნიკაციას, ინოვაციურ და ეფექტურ ტექნიკას ეფუძნება. მიდგომა ფოკუსირებულია შესწავლილი ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
კურსს უძღვებოდა ინგლისური ენის სწავლების 20 წლიანი გამოცდილების მქონე ევროპელი სპეციალისტი, TESOL–ის სერტიფიცირებული მასწავლებელი, ანკი ბენარი. ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.