სასწავლო ვიზიტი სიდრის კლუბ ბაზალეთში

კოკა-კოლასა და ფუდ ალიანსის ქარხნების მონახულების შემდეგ, ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის ბოლო ლოკაცია  ენერგოეფექტურ წარმოებაზე ორიენტირებული საწარმოების: „სიდრის კლუბი ბაზალეთი“ და „ესკო-ესის მწვანე ტექნოლოგიების ცენტრი“ გახლდათ.

„სიდრის კლუბი ბაზალეთი”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია. სიდრი ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის წვენების ბუნებრივი ფერმენტაციის შედეგად წარმოებული დაბალკალორიული სასმელია, უფრო კონკრეტულად მცირეალკოჰოლიანი ხილკენკროვანი შუშხუნა ღვინო გახლავთ.

ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ  დამფუძნებლის, ზაალ ხელაძისგან მოესმინათ როგორ მზადდება სიდრი და ენახათ სივრცე სადაც  უნიკალური სასმელს აწარმოებენ. ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება, რომელმაც არა მხოლოდ გააფართოვა ახალგაზრდების ხედვა  სიდრის წარმოებისადმი, არამედ ხაზი გაუსვა მდგრადობის მნიშვნელობას თანამედროვე ინდუსტრიებში.

ვიზიტის მონაწილეები ასევე იმყოფებოდნენ იქვე მდებარე ესკო-ესის მწვანე ტექნოლოგიების ცენტრში, სადაც საწარმოს მიერ დამზადებული ენერგო ეფექტური ღუმელების ნახვის და ინოვაციური პრაქტიკის გაზიარების საშუალება ჰქონდათ. მთავარი ამბავი ამ ჯადოსნურ ვიზიტში გახლდათ  მწვანე კონცეფციისადმი ერთგულება, რა კონცეფციაც ამცირებს არა მხოლოდ  ნარჩენებს, არამედ ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და მეთოდების გამოყენებას წარმოებაში. ახალგაზრდული ცენტრის წევრები აღფრთოვანებულნი იყვნენ იმის დანახვით, თუ როგორ შეიძლება ტრადიციული ღუმელი, ჰარმონიულად იყოს ინტეგრირებული თანამედროვე მდგრადობის პრაქტიკასთან.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მადლობას უხდის სიდრის კლუბ ბაზალეთსა და ესკო-ესის მწვანე ტექნოლოგიების ცენტრს წევრების მასპინძლობისთვის და მწვანე კონცეფციის გამოცდილების გაზიარებისთვის. ვიზიტის დროს მიღებულმა ინფორმაციამ, ახალგაზრდებში  გამოიწვია უფრო მეტი ინტერესი მწვანე ინჟინერიის მიმართ და  წაახალისა ისინი მეტად მოუფრთხილდნენ გარემოსა და იფიქრონ, როგორ გახადონ სამყარო უფრო ჯანსაღი და სუფთა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content