კოკა-კოლას ქარხნის მონახულების შემდეგ ახალგაზრდული ცენტრის წევრები ქართულ-ფრანგულ საწარმოში „ფუდ ალიანსი“ იმყოფებოდნენ, რომელიც 2019 წელს ბიზნესისა და წარმოების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ქართველმა და ფრანგმა პარტნიორებმა, დააარსეს.
„ფუდ ალიანსი“ სოფელ ნატახტარში მდებარე საწარმოში ღრმა გაყინვის მეთოდით პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს, რის შედეგადაც იზრდება პროდუქტის შენახვის ვადა და ის ინარჩუნებს ყველა სასარგებლო, გარეგნულ და გემოვნურ თვისებას.
ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ენახათ თუ როგორ მზადდება საწარმოში სხვადასხვა სახის პროდუქცია „ბაგეტით“ და კრუასანით დაწყებული, ტრადიციული ქართული ხაჭაპურითა და ლობიანით დამთავრებული. ასევე, დაეგემოვნებინათ უგემრიელესი კრუასანები და სხვა პროდუქცია.
დიდი მადლობა „ფუდ ალიანსს“ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის!