განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილე ახალგაზრდები მოხალისეობრივად ჩაერთვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ამერიკელი სამხედროების ერთობლივ საწვრთნელ ვარჯიშში.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ამასთანავე, საქართველოს სპეციალური ოპერაციების სამხედრო მომსახურებისა და აშშ სახმელეთო ძალების სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის პარტნიორების სახელით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს გადაეცა მადლობის სერტიფიკატი განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის ჩამოყალიბების სწავლებაში გამოჩენილი თავდადებისთვის და საქართველოს მედეგობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის 2021 წლის 5–8 აპრილს.