განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 17 თებერვალს 4-თვიანი საგანმანათლებლო პროგრამის „საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკები” მონაწილეებს შორის ფინალური ტურნირი გამართა.
კარლ პოპერის დებატების (ფასეულობათა ფორმატი) კურსდამთავრებულებმა სწავლების 12 წლიანი ხანგრძლივობის შესახებ იდებატეს. ტურნირში გუნდმა „ერუდიტები“ გაიმარჯვა. გუნდის მონაწილეები არიან –– თეკლა სართანია, ზურაბ რიაბუხა, იოანე მეფარიშვილი
გამარჯვებული გუნდის გარდა, გამოვლინდნენ ტურნირის Top Speaker–ები:
- პირველი ადგილი – მარი კვანტალიანი
- მეორე ადგილი – თეკლა სართანია
- მესამე ადგილი –იოანე მეფარიშვილი
გამარჯვებულებს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ.