1. შესავალი
არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.
EDEC–ის ზრდამ სოციალური სერვისების განვითარების მიმართულებით, წარმოაჩინა ახალი ორგანიზაციის დაარსების უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც იმუშავებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. EDEC-ის გამგეობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 16 მაისს დაფუძნდა, ა(ა)იპ–ს „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის HEAD“ რომლის მისიაა: ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაციისთვის, მხარი დაუჭიროს მათ სოციალურ და ეკონომიკურ ინკლუზიას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას. ორგანიზაცია ამჟამად მართავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა ოთხ დღის ცენტრს, ასევე მეტყველების თერაპიის სამ ცენტრს. 2023 წელს, დღის ცენტრების რაოდენობა გაიზრდება ექვსამდე.
ამჟამად, HEAD–ს როგორც დამოუკიდებელ ორგანიზაციას ესაჭიროება საკუთრი კორპორატიული დიზაინი და ახალი ვებ გვერდი, მისი მისიისა და სერვისების პოპულარიზაციისთვის, ასევე სამიზნე ჯგუფისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებისთვის.
შესაბამისად განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ორგანიზაციის გაძლიერება კონსულტაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ ფარგლებში ხელი შეუწყოს HEAD-ს უნიკალური კორპორატიული დიზაინის შემუშავებას და ვებ–გვერდის შექმნას, რისთვისაც მას ესაჭიროება ექსპერტი/ვებ–დეველოპერის/კომპანიის შერჩევა უნიკალური კორპორატიული დიზაინისა და ვებგვერდის შესაქმნელად.
2. წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები:
შემსყიდველი ორგანიზაცია-განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 28.12.2022
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 16.01.2023
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 18.01.2023
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 20.01.2023
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 31.04.2023
3. მიზანი
ტექნიკური დავალების მიზანია HEAD–თვის უნიკალური კორპორატიული დიზაინისა და ვებგვერდის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციას ბენეფიციარებთან, დონორებთან, პარტნიორებთან, მომავალ თანამშრომლებთან და საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციაში.
სამიზნე ჯგუფი
შშმ პირები და ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, პარტნიორები და სხვა მხარდამჭერები.
4. კონკრეტული ამოცანები
ა. კორპორატიული დიზაინის შექმნა – ვიზუალური იდენტობის გზამკვლევმა WCAG 2.1
სტანდარტების1 გათვალისწინებით არსებული ლოგოს2 შესაბამისად (დანართი #1). უნდა მოიცვას (შესაძლებელია არ შემოიფარგლოს):
– ლოგოტიპი, ლოგოტიპის სრული აკრონიმით და მათ გარეშე (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დასახელებით მონოქრომული ვერსია ლოგოტიპის უსაფრთხოების ზონები, ლოგოს პროპორციები, ლოგოს არასწორი გამოყენება, მაგალითები სხვადასხვა გარემოში მათ შორის ფოტოზე გამოყენებისთვის
– ლოგოს მონაცემების შემუშავება ბეჭდვითი და ციფრული გამოყენებისთვის მათ შორის უარყოფითი ვერსიები (ვექტორული მონაცემები, პიქსელის მონაცემები)
– კორპორატიული ფერების განმარტება (პანტონი, CMYK, RGB);
– კორპორატიული ფონტის განმარტება3 (ქართული და ინგლისური);
– ტიპოგრაფიული იერარქიის განმარტება;
– კორპორატიული სტილის კონცეფცია, მათ შორის შაბლონები ელ.ფოსტის, Microsoft Word-ისა და PowerPoint-ისთვის, სავიზიტო ბარათების, საქმიანი/ოფიციალური წერილების, სერთიფიკატების და სხვა საკანცელარიო ნივთების, პლაკატების, როლაპების, ბეჭდური საინფორმაციო მასალის მაგალითები
– ფეისბუქის მთავარი გვერდის და პოსტების ჩარჩოს დიზაინი4.
ბ. ვებ-გვერდის WCAG 2.1 სტანდარტების შესაბამისად შექმნა5
– ახალი ვებ გვერდის აწყობა პროექტის გუნდის იდეების გათვალისწინებით (დანართი #2) უნდა იყოს (შესაძლებელია არ შემოიფარგლოს):
– WCAG 2.1 სტანდარტებთან შესაბამისი;
– ორენოვანი – ქართულ და ინგლისურ ენაზე (ტექსტი მიწოდებული იქნება პროექტის გუნდის მიერ);
– სხვადასხვა მოწყობილობაზე ადაპტირებული (კომპიუტერი, ტაბლეტი, სმარტფონი);
– ყველა ძირითად ოპერაციულ სისტემაში (Windows, Linux, Android, Mac, iOS) და ყველა პოპულარულ ვებ-ბრაუზერში (Microsoft Edge, Mozilla, Chrome, Opera, Safari) ეფექტურად მომუშავე;
– სოციალურ ქსელთან ინტეგრირებული (მესენჯერი, გაზიარება, მოწონება, კომენტარი);
– საძიებო სისტემასთან ოპტიმიზებული;
– ანალიტიკური – იძლეოდეს ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას (მაგ. Google Analytics);
– მოქნილი–სამომავლო ზრდის გათვალისწინებით; მაგ., უნდა იძლეოდეს ქვე-გვერდების მარტივი და ხარჯ–ეფექტური დამატების და/ან შეცვლის შესაძლებლობას;
– მარტივად მართვადი – უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას HEAD-ის შერჩეული პერსონალისთვის შეცვალონ ვებგვერდის ელემენტარული შინაარსი (მაგ: ტექსტი და სურათები).
გ. ელ-ფოსტის დომენის (დანართი #2) HEAD–ის კორპორატიული ელ.ფოსტის მისამართებით შექმნა
1ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ მაღალი კონტრასტული ლოგოთი და ფერადი სქემით, კონტენტს ადვილად გასაგებ ენაზე და ა.შ..
2 ლოგოს ადაპტირება/მორგება შესაძლებელია
3 შრიფტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს Microsoft Office-ის საერთო პაკეტებით
4 HEAD ფეისბუქ გვერდი უკვე ფუნქციონირებს: https://www.facebook.com/habitati
დ. ვებ–გვერდის მართვის განმარტებითი სასწავლო მასალისა და დოკუმენტაციის უზრუნველოფა – საბაზისო ტექნიკური მოვლა, ხარვეზების აღმოფხვრა, შესაძლო პრობლემების მოგვარება, რედაქტირება/ კორექტირება
5. მეთოდოლოგია:
– პროექტის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და რეგულარული ინფორმირება კორპორატიულ დიზაინსა და ვებ–გვერდის შემუშავების პროცესში საჭიროებისამებრ/შეთანხმებული განრიგით
– ვებ–გვერდის ტესტირება
– შერჩეული პერსონალისთვის ვებგვერდის მართვის სწავლება–საბაზისო ტექნიკური მოვლა, ხარვეზების აღმოფხვრა, შესაძლო პრობლემების მოგვარება, რედაქტირება/ კორექტირება
6. პროდუქტი
კორპორატიული დიზაინი – ვიზუალური იდენტობის გზამკვლევი
ვებ-გვერდი WCAG 2.1 სტანდარტების შესაბამისად6
ელ-ფოსტის დომენი – HEAD–ის კორპორატიული ელ.ფოსტის მისამართებით
ვებ–გვერდის მართვის განმარტებითი სასწავლო მასალა და დოკუმენტაცია
7. ხანგრძლივობა და ვადები
– თებერვალი 2023: კორპორატიული დიზაინის – ვიზუალური იდენტობის გზამკვლევის შექმნა
– მარტი – აპრილი 2023: ვებ-გვერდის, ელ-ფოსტის დომენის, HEAD–ის კორპორატიული ელ.ფოსტის მისამართების შექმნა და გაშვება
– მარტი – აპრილი 2023: ვებ გვერდის ტესტირება სამიზნე ჯგუფების ჩართულობით
– აპრილი 2023: შერჩეული პერსონალისთვის ვებ გვერდის მართვის სწავლება
8. ძირითდი მოთხოვნები
ტენდერში მონაწილეობა შეიძება მიიღოს როგორც ფიზიკურმა ასევე იურიდიულმა პირმა. სატენდერო განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- აპლიკანტის სახელი, გვარი/იურიდიული დასახელება;
- აპლიკანტის იურიდიული/ფაქტიური მისამართი;
- აპლიკანტის პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი;
- აპლიკანტის ტელეფონის ნომერი;
- CV;
- საბანკო რეკვიზიტები;
- პორტფოლიო, ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- სამუშაოების დეტალური ბიუჯეტი (დანართი #3).
9. შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები
შერჩევა მოხდება პროექტის გუნდის მიერ. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შერჩევის კრიტერიუმები:
1. გამოცდილება – 20 ქულა;
5ვებ კონტენტის ხელმისაწვდომობის გაიდლაინები (WCAG) 2.1 უნდა იყოს დაცული, იხ. მაგ, https://www.w3.org/TR/WCAG21/
2. მსგავსი სამუშაოს განხორციელების გამოცდილება (წარმოდგენილი პორტფოლიოს საფუძველზე) – 60 ქულა;
ა. კორპორატიული დიზაინის შექმნა (30 ქულა)
ბ. ვებ გვერდის შექმნა (30 ქულა)
3. სერვისის ღირებულება – 20 ქულა.
განაცხადები მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 28 დეკემბრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე, ელ. ფოსტაზე: [email protected]; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ „HEAD -კორპორატიული დიზაინი და ვებ გვერდი”
10. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
პ. ინგოროყვას ქ. #64, ქუთაისი, საქართველო
საკონტაქტო პირი: ნატა კაპატაძე
ტელ:. +995 (0431) 251330