1. შესავალი/Introduction
2. არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.
3. 2008 წლიდან EDEC-ის ერთ–ერთ პროგრამულ მიმართულებას ბავშვთა დაცვა წარმოადგენს. მიმდინარე ეტაპზე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ოთხი დღის ცენტრის ადმინისტრირება, რომლებიც 64 შშმ ბავშვსა და 15 ზრდასრულ პირს ემსახურება და ხელს უწყობს მათი ინდივიდუალური, ფუნქციონალური, აკადემიური და სოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.
4. პირველი დღის ცენტრი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობდა და ხელს უწყობდა მათი ოჯახების გაძლიერებას, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ქუთაისში, 2008 წელს დააფუძნა. 2009 წელს დღის ცენტრები თერჯოლასა და სამტრედიაში გაიხსნა, ხოლო 2017 წელს სერვისის მიწოდების არეალი გაფართოვდა და ბავშვთა და ზრდასრულთა დღის ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში – სოფ. საგურამოში შეიქმნა. ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს არსებული სერვისების განვითარებაზე, რაც თავის მხრივ, ასევე გულისხმობს საჭიროებებზე დაფუძნებული ახალი სერვისების შექმნას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ამჯერად განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის სამიზნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო და დღის ცენტრის ტიპის სერვისების დანერგვის მიზნით, გეგმავს სოციალური ინკლუზიის ცენტრის მშენებლობას.
5. ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოციალური ინკლუზიის ცენტრი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6–დან 18 წლამდე სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის მქონე 30 ბავშვს მოემსახურება. მომსახურების ფარგლებში ისინი პროფესიონალი პედაგოგების და ფსიქოლოგის დახმარებით ჩართულნი იქნებიან განვითარების ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებში, რომელთა მიზანი იქნება ბენეფიციართა ფუნქციური, აკადემიური, საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
6. მომსახურება განხორციელდება ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), ორჯერადი კვებით. ბენეფიციარებისთვის შეთავაზებული იქნება, მათი აკადემიური და ფუნქციური საჭიროებების გამოვლენის შედეგად, საჭიროებებზე დაფუძნებული პროგრამები: ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის პროგრამა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში–ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება, ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზება.
7. სოციალური ინკლუზიის ცენტრის მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინდივიდუალური განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
სოციალური ინკლუზიის ცენტრის შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ესაჭიროება ექსპერტი/მშენებელი, რომელიც უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, უნივერსალური დიზაინის შესაბამისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ადაპტირებული შენობის აშენებას და შიდა მოპირკეთებას.
შემსყიდველი ორგანიზაცია: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
წინადადების მიღების დაწყების თარიღი:
28.03.2022
წინადადების მიღების დასრულების თარიღი:
06.04.2022
წინადადების განხილვის ბოლო ვადა:
13.04.2022
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა:
18.04.2022
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა:
18.10.2022
2. ტექნიკური დავალების მიზანი
ტექნიკური დავალების მიზანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხარისხიანი მომსახურებისათვის, უნივერსალური დიზაინის პრინციპების დაცვით, სოციალური ინკლუზიის ცენტრის მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
3. კონკრეტული დავალება
3.1. კონკრეტული დავალება მოიცავს ჩასატარებელ სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი დანართებით გათვალისწინებული საქმიანობით:
– დანართი #1 – გენგეგმა;
– დანართი #2 – საინჟინრო კონსტრუქციული ნაწილი;
– დანართი #2.1-საინჟინრო კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა;
– დანართი #3 – გეოლოგიური კვლევა;
– დანართი #3.1-გეოლოგიის ექსპერტიზა;
– დანართი #4-ტექნიკური რეგლამენტის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები;
– დანართი #5-არქიტექტურული პროექტი;
– დანართი #6-ტოპოგრაფიული გეგმა;
– დანართი #7- ლოკალური სახარჯთაღრიცხვო ანგარიში;
– დანართი #8-გათბობა, კანალიზაცია.
3.2. სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შემდეგის ტიპის სამუშაოებს:
– მოსამზადებელი სამუშაოები;
– დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება;
– მიწის სამუშაოები;
– საკანალიზაციო სეპტიკის მოწყობა სპეციალური კომპანიის დაქირავებით და სპეციალისტის მეთვალყურეობით;
– ფუძის და საძირკვლის მოწყობა;
– ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე და ნულოვანი ნიშნულის ზემოთ;
– სახურავის მოწყობა;
– არამზიდი კონსტრუქციის მოწყობა, მოპირკეთება;
– ლოკალური, საერთო სარგებლობის საინჟინრო- ტექნიკური ქსელების მოწყობა (ელექტრო სისტემები, სუსტი დენები, სანტექნიკა);
– სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
– სამშენებლო ნარჩენების გატანა და ექსპლუატაციაში ჩაბარების წინა სამუშაოები.
4. მეთოდოლოგია
4.1. დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაციის, არქიტექტურული, კონსტრუქციული და სხვა საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა;
4.2. სამშენებლო პროცესში კონსულტაცია, ვორქშოპი, ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან;
4.3. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან და პროექტის გუნდთან შეთანხმებით. (თვითნებურად, შესაბამისი შეთანხმების დოკუმენტის გაფორმების გარეშე განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება სასტიკად დაუშვებელია);
4.4. შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარმოდგენა (ფორმა #2).
4.5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოყოს მშენებლობის ზედამხედველი, რომელიც პასუხისმგებელია ფარულ სამუშაოებზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობებზე და ხარისხზე.
5. პროდუქტი
პროექტის შესაბამისად აშენებული და რეაბილიტირებული სოციალური ინკლუზიის ცენტრი
6. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (აპრილი – ოქტომბერი 2022):
პრეტენდენტის მიერ დამკვეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად
7. ძირითადი მოთხოვნები
7.1. მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
7.1.1. პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 28 მარტამდე უნდა ჰქონდეს შენობის (არ იგულიხმება გზა, ხიდი, გვირაბი) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 250 000 (ორასორმოცდაათიათასი) ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელზეც წარმოდგენილი უნდა იქნას დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი. გარდა ამისა პრეტენდენტმა მოთხოვნილი სამუშაოების შესრულების დასტურად უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
7.1.2. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად და ასევე ინფორმაცია, იქნა თუ არა მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები (იმ შემთხვევაში თუ გამოყენებულია საჯარიმო სანქციები აღნიშნული გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
7.2. მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
7.2.2. პრეტენდენტმა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად უნდა გამოყოს პროექტის ხელმძღვანელი (უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე პასუხისმგებელი პირი), რომელსაც წარმატებით აქვთ განხორციელებული არანაკლებ ორი მსგავსი პროექტი (იგულისხმება შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები). გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მონაცემები თანდართული დოკუმენტის შესაბამისად (დანართი #9-ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელის შესახებ).
7.2.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კანდიდატის წერილობითი დადასტურება, რომ ის მზად არის უხელმძღვანელოს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას (დანართი #10-წინარე შეთანხმება).
7.3. მოთხოვნა მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
გეგმა-გრაფიკი წარმოდგენილ უნდა იქნას 6 (ექვს) თვეზე.
7.4. შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართს და შესაბამისად მის განუყოფელ ნაწილს.
1. სახურავი – 10 წელი ქანობიანი გადახურვა;
2. კარ-ფანჯრები – იზოალუმინი -5 წელი, საკეტები-1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები -10 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. შენობის შიდა მოპირკეთება – 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. ფასადის და სარინელის სამუშოები -5 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. სამღებრო სამუშაოები – 3 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
7. სანტექნიკა და ელექტროობა – 5 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
8. გათბობის სისტემა – 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. საქვაბე მეურნეობის აგრეგატები – 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
10. იატაკი – 3 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. კონსტრუქციები (ახალი შენობის მშენებლობის შემთხვევაში) – 20 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
12. წყალსადენისა და კანალიზაციის გარე ქსელი – 2 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
13. სხვა დანარჩენი – 1 წელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7.5. სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემები (იურიდიული პირისთვის):
7.5.1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერში არ უნდა ფიქსირდებოდეს ყადაღა, გირავნობა, იპოთეკა ან რაიმე სხვა ტიპის შეზღუდვა).
7.5.2. ცნობა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
7.5.3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.
7.6. წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.6.1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ასათვისებელი თანხის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით. თუ მიმწოდებლის მიერ ავანსის სახით გათვალისწინებული თანხა ათვისებული იქნება (ერთჯერადად ან ეტაპობრივად) სრული მოცულობით, მომდევნო საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი თანხის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ავანსის სახით მიცემული თანხა სრულად არის გაქვითული;
7.6.2. საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
7.6.3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში – ლარში. უცხოური ბანკიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად.
7.7. ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ანგარიშფაქტურისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
7.8. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე უნდა წარმოადგინონ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული სატენდერო წინადადების კონვერტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდგომ დოკუმენტებს:
1. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (დანართი #7) სრულად შევსებული, მატერიალური სახით და ელექტრონული ვერსია ფლეშ-მეხსიარებაში ჩაწერილი;
2. ინფორმაცია პრეტენდენტის მსგავსი ხასიათისა და შინაარსის გამოცდილების შესახებ, რაც უნდა დასტურდებოდეს, ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარებით და ანგარიშ-ფაქტურებით;
3. სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
4. სამუშაოთა გეგმა-გრაფიკი გაწერილი თვეებისა და თანხების შესაბამისად;
5. ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ (დანართის #9 და დანართი #10 შესაბამისად);
6. ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო პირობების შესახებ (მუხლი 7.4);
7. ინფორმაცია სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების შესახებ (მუხლი 7.5), დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდგომ;
8. ინფორმაცია, კომპანია საჭიროებს თუ არა წინასწარ საავანსო თანხას და რა ოდენობით (მუხლი 7.7).
8. შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები
შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტს.
შერჩევის კრიტერიუმები:
1. მსგავსი ტიპის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება – 30 ქულა;
2. პირობების დაკმაყოფილება (მუხლი 7 – ის შესაბამისად) – 30 ქულა;
3. მომსახურების ღირებულება – 40 ქულა.
განაცხადი მიიღება მატერიალური სახით, 2022 წლის 28 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე:
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64;
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
9. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე
ტელეფონი: 577613693
ელ-ფოსტა: [email protected]