27 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს, რომლის მიზანია მეწარმეობის მასწავლებლებისთვის სოციალური მეწარმეობის მოდულის, სწავლა–სწავლების მეთოდების გაცნობა და მათი მომზადება სტუდენტებთან სოციალური მეწარმეობის 4 თვიანი ტრენინგ-კურსის ჩატარებისათვის.
ტრენინგის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაიგონ მეტი სოციალური მეწარმეობის არსის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG), სოციალური მეწარმეობის და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპების შესახებ, გაეცნონ სოციალური საწარმოს მართვისა და ორგანიზაციული კულტურის თავისებურებებს, შეისწავლონ მეწარმეობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები და გაიზიარონ სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო გამოცდილება.
ტრენინგში მონაწილეობენ პროექტის ფარგლებში შერჩეული საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები: კოლეჯი „იბერია“, სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული ცენტრი, კოლეჯი „განთიადი“.
ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V, (გერმანია) პარტნიორობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.