PITA ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე “მრავალფეროვნების მართვა, ტოლერანტობა და სოციალური ინოვაციები”, რომელსაც პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტები უძღვებიან. ტრენინგის მიზანს წარმოადგენს ცენტრის წევრების განათლების დონის ამაღლება და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება მრავალფეროვნების მართვის და მისი მნიშვნელობის, საზოგადოებისთვის მრავალფეროვნების დადებითი და უარყოფითი მხარეების აუცილებლობის, ტოლერანტობის და სოციალური ინოვაციების თემებზე.
ტრენინგი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)