ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა სალი საკანდელიძემ, ქუთაისის
 მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა თანატოლთა განათლების ონლაინ ტრენინგი
 მედია წიგნიერებაზე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება
 სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი
 ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები,
 პიროვნებები, ტროლები; როგორ გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.
ტრენინგ-სემინარი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა
 და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს
 გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
 (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების
 ცენტრი (EDEC).
 
  
 


