ტრენინგ-კურსი ამბროლაურში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ტრენინგ-კურსი იქნა ორგანიზებული, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეთა ჩართულობის თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ცოდნისა და უნარების გამომუშავების ხელშეწყობა, მათი ცნობიერების ამაღლება თანამედროვე საკომუნიკაციო პლატფორმების, მხარდამჭერთა მობილიზების, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელების, მოქალაქეთა პოზიციის გამოხატვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მექანიზმების, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვისა და  განხორციელების თემებზე.

 

ტრენინგ-კურსი ორგანიზებული იყო პროექტის: „მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content