გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ორგანიზება გაუკეთდა ტრენინგ-სემინარს თემაზე ’’ქალთა უფლებები და გენდერული პოლიტიკა’’, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის და არსებული კანონმდებლობის საკითხებზე. ტრენინგ-სემინარის მუშაობას იურისტი თამარ ებრალიძე უძღვებოდა.
პირველად, გოგონათა საერთაშორიოს დღე (International Day of the Girl Child) გაეროს მიერ 2012 წელს აღინიშნა და იგი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქტუალურ პრობლემას – ადრეულ ქორწინებას მიეძღვნა, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას წარმოადგენს და გოგონების ცხოვრების ყველა ასპექტზე ნეგატიურად ზემოქმედებს, მათ ბავშვობასა და ჯანმრთელობას ართმევს.
ტრენინგ-სემინარი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).