28 ოქტომბერს ქუთაისში პროფესიული განათლების ფრანგი ექსპერტთა ჯგუფი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) ეწვია და ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვდა.
ექსპერტთა ჯგუფი, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, თავშესაფრით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა დევნილთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, ჩართულია ხეზე მუშაობის ქართულ–ფრანგული ტრენინგის პროგრამაში (Wood-ING).
ექსპერტთა ვიზიტი მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების ქართველ და ფრანგ ექსპერტებს შორის გამოცდილების, შთაბეჭდილებების და იდეების გაზიარებას, ხის დამუშავების სექტორში პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებმა ფრანგ სტუმრებს პროფესიული განათლების მიმართულებით ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს, განიხილეს აქტივობები, რომელიც დუალური პროფესიული განათლების დანერგვისა და განვითარების კუთხით განხორციელდა და მიაწოდეს ინფორმაცია იმ მეწარმეების შესახებ, რომლებმაც ЕDEC-ის მხარდაჭერით ხის საწარმოები განავითარეს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია იმ პროფესიული განათლების სექტორში არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ.